1 / 2

ქალაქის გული - შეიგრძენი ცხოვრების რიტმი

2 / 2

Beam Group

ნება მოგვეცით გადავაჭარბოთ თქვენს მოლოდინს ყოველ ნაბიჯზე

თანამედროვე გამოწვევებზე საპასუხოდ გადავწყვიტეთ შეგვექმნა კომპანია, რომელიც ადამიანებს შესთავაზებდა გამორჩეულ საცხოვრებელ გარემოს და იზრუნებდა მათ სიმყუდროვესა და სიმშვიდეზე. სწორედ ამიტომ 2023 წელს დავაფუძნეთ ბიმ ჯგუფი, რომლის სლოგანია: '' ახალი სხივი შენს ცხოვრებაში''. ჩვენ ვიცით, რომ დღეს ცხოვრების ახალი სტანდარტი, ინფრასტრუქტურის არა მხოლოდ შექმნას, არამედ მის შენარჩუნებასაც გულისხმობს. თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, კვალიფიციური კადრების დახმარებითა და ISO სტანდარტების დაცვით ჩვენ ვაშენებთ გარემოს, რომელიც ზუსტად გამოხატავს ჩვენს წარმოდგენას სრულყოფილ სახლთან დაკავშირებით.

ჩვენ შესახებ

მისია

თანამედროვე ტექნოლოგიებით, კვალიფიციური კადრებით და საერთაშორისო სტანდარტების დაცვით შევქმნათ კომფორტული და მყუდრო გარემო თქვენთვის. 
ურბანული ცხოვრების ხელახალი განსაზღვრა განსაკუთრებული სივრცის შექმნით, რომელიც შთააგონებს და ამაღლებს ყოველდღიურ გამოცდილებას. 

მიზანი

ჩვენი მიზანია სრულყოფილებისკენ სწრაფვა არქიტექტურული დიზაინიდან დაწყებული, ბინის გასაღების გადაცემით დასრულებული. 
პრიორიტეტული ადგილების და განსაცვიფრებელი ხედებით ემოციების მინიჭება, ჩვენი მაცხოვრებლების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება. ქალაქის არქიტექტურის გამდიდრება, განახლებული დიზაინითა და დეტალებისადმი ყურადღების გამახვილების გზით.

ღირებულება

ჩვენი მთავარი ღირებულება არის დაკისრებული ვალდებულების პირნათლად შესრულება, რაც შემდგომში ამარტივებს ურთიერთობას მომავალ მობინადრეებთან.

კეთილსინდისიერება

ჩვენ ვაწარმოებთ ბიზნესს პატიოსნებით, გამჭვირვალობითა და ერთიანობით, ვამყარებთ ნდობას ჩვენს დაინტერესებულ მხარეებთან და ვავითარებთ გრძელვადიან ურთიერთობებს. 

01
03 აპრილი -2024

მე -6-ე სართული

მე-5-ე სართულზე ჩაისხა კოლონები და რიგელები, პარალელურად მიმდინარეობს მე -6-ე სართულზე რკინის სამუშაოები.

02
08 მარტი -2024

მეხუთე სართული

+12.58 ნიშნულზე მიმდინარეობს მეხუთე სართულის კოლონების მოსამზადებელი სამუშაოები.

03
23 თებერვალი -2024

საყრდენი სვეტები

პირველიდან მეხუთე სართულის ჩათვლით დასრულდა მონოლითის სამუშაო, მე-6 სართულზე მოეწყო საყრდენი სვეტები.

04
09 თებერვალი -2024

კოლონების ამოყვანა

ბაგებში სრულდება მეორე საცხოვრებელი სართულის კოლონების ამოყვანა +6.18 ნიშნულზე.